რამდენი ტელევიზიაა საქართველოში

© FB/ Kakha Bekauriკომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახი ბექაური
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახი ბექაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012-დან 2017 წლამდე საქართველოში ტელევიზიების რაოდენობა გაორმაგდა, განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რამდენი ტელევიზიაა საქართველოში

„დღეს ქვეყანაში სულ 98 მაუწყებელია ავტორიზირებული. 2012 წლამდე თუ 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო, ახლა მათი რაოდენობა 21-ს შეადგენს. ტელევიზიის გახსნა კი ყოველგვარი ბარიერის გარეშე არის შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ 2013 წელს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ეს არ იყო მარტო ტექნოლოგიური გარღვევა, ეს იყო რევოლუცია მასმედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის თვალსაზრისით, იმიტომ რომ პრაქტიკულად გაუქმდა ლიცენზირება ტელევიზიებში და დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში განაცხადის შემოტანიდან 10 დღეში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მაუწყებლობის დაწყება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0