„სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ შესაძლოა „ბილაინი“ ბაზრიდან განდევნონ

© FB / Giorgi Kapanadze"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.
„სილქნეტმა“ და „მაგთიკომმა“ შესაძლოა „ბილაინი“ ბაზრიდან განდევნონ

„თუ აღნიშნული გარიგება შედგა, მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტ-ბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ გააკონტოლებენ. შედეგად, ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი „ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ „ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

გიორგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და ვინაიდან გარიგების შედეგად ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს საფრთხე ემუქრება, გამოიყენოს მისი ვალდებულება და არ დაუშვას აღნიშნული გარიგება.

სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია „სილქნეტი“ მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ ყიდულობს. კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ აშშ დოლარია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში შესყიდვის დასრულება 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0