რძის მწარმოებლები აგრარული ბაზრების შემოწმებას ითხოვენ

© Photo: courtesy of Kakhaber Koniashviliკახაბერ კონიაშვილი
კახაბერ კონიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებსაც უნდა ამოწმებდეს, განუცხადა „Sputnik - საქართველოს“ რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კონიაშვილმა.
რძის მწარმოებლები აგრარული ბაზრების შემოწმებას ითხოვენ

„პირველადი წარმოების კონტროლი 2020 წლამდე არის გადავადებული და  რადგან აგრარული  ბაზარი პირველადი მწარმოებლების ბაზრად ითვლება, შესაბამისად სურსათის უვნებლობის სამსახური ამ ეტაპზე აგრარულ ბაზრებს არ ამოწმებს“-აღნიშნა კახა კონიაშვილმა.

ასოციაციის დაკვეთით „მარკეთ ინთელიჯენს კავკასუსმა" კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები — კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0