ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის საქმიანობა შეაფასა

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება არ იყო ეფექტური, განუცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საპარლამენტო მდივანმა ნინო ცუხიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.
საიამ პარლამენტის საქმიანობა შეაფასა

„პარლამენტში სამთავრობო საათი ამ პერიოდში არ გამართულა. პარლამენტის კომიტეტები იშვიათად იყენებენ შესაძლებლობას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე დაიბარონ“, — აღნიშნა ნინო ცუხიშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0