ფერმერი: უცხოეთში ფერმერულ მარკეტებში შეგიძლია შეიძინო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

© FB / Nina Petrov - Dzneladzeნინა პეტროვ-ძნელაძე
ნინა პეტროვ-ძნელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმერი ნინა პეტროვა-ძნელაძე საუბრობს იმაზე, როგორ არის განვითარებული უცხო ქვეყნებში ბიომეურნეობა.
ფერმერი: ორგანულ ფერმერული მარკეტებში შეგეძლო შეგეძინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

„ვცხოვრობდი ევროპის ქვეყნებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ასევე მონაკოში, ბოლო პერიოდი ვცხოვრობდი მოსკოვში. იქ მნიშვნელოვნად არის განვითარებული ბიომეურნეობა. ამ ქვეყნებში იყო ორგანული ფერმერული მარკეტები, სადაც შეგეძლო შეგეძინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იყო, რაოდენობა კი უფრო შეზღუდული, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სახლში სუფთა პროდუქტი მიჰქონდა“, – ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

მისი განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში სტრესული გარემო გაუარესდა, მოიმატა დაავადებებმა, ამიტომ ვისაც ურჩევნია გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, უნდა მიიღოს ბიოპროდუქტი და იკვებოს ჯანსაღად, რადგან კვებიდან იწყება ყველაფერი.

ყველა ახალი ამბავი
0