ჩარკვიანი: დიაბეტი ძირითადად გენეტიკური ხასიათისაა

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის პროფესორი ნინო ჩარკვიანი საუბრობს, თუ რა შეიძლება გახდეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზი.
ჩარკვიანი: დიაბეტი ძირითადად გენეტიკური ხასიათისაა

„დიაბეტი ძირითადად გენეტიკური ხასიათისაა. ტიპი ერთის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორსულობის პერიოდში დედა იყოს ჯანმრთელი, არ ჰქონდეს ვირუსული ინფექცია, ორსულობა მიმდინარეობდეს მშვიდ გარემოში. ტიპი ორის შემთხვევაში ოჯახურ ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – ამბობს ნინო ჩარკვიანი.

სპეციალისტის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტი არ იქნება დაავადება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მისივე განცხადებით, ტიპი ორი არის აბსოლუტურად კონტროლირებადი დაავადება, რომლის დროსაც, თუ არის კარგი ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, შესაძლებელია, რომ გლუკოზა ნორმის ფარგლებში ჩადგეს.

ყველა ახალი ამბავი
0