დავით ნარმანია

დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი გაამართლებს

15
(განახლებულია 17:15 21.10.2017)
დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ მას თბილისის მერის პოსტზე ის კანდიდატი შეცვლის, რომელსაც მან დღეს მისცა ხმა.

„არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება, შესაძლებობა და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს“, – განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.

დავით ნარმანიამ ხმა ალექსიძის ქუჩაზე მდებარე N1 საარჩევნო უბანში მისცა. თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერი არჩევნებზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.

15