ბესელია: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაზიარებულია

გამოწერა
ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთლიანობაში დადებითია, განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეи ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედს“.
ბესელია: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაზიარებულია

„რა თქმა უნდა, ვინც იცნობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მას აქვს ასეთი სტილი, რომ იქ ასევე არის რეკომენდაციები. რაც შეეხება მიწის და ქორწინების საკითხებს, ჩვენ ვთქვით, რომ აქ ვტოვებთ იმ ჩანაწერს, რაც შეთანხმებულია საერთო სახალხო განხილვების შედეგად. სხვა რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა რამდენიმეს გარდა გაზიარებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0