თენგიზ მალანია: თბილისში კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება

© photo: Tengiz Malania / FBთენგიზ მალანია
თენგიზ მალანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ მალანია ნოემბერში დაგეგმილი ფესტივალის შესახებ საუბრობს, რომლის ჟიურის წევრიც თავად გახლავთ. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 15-მა ქვეყანამ გამოთქვა.
თენგიზ მალანია: თბილისში კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება

„ამ ფესტივალს თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული კინოსტუდია „პიონერფილმი“ ატარებს“, — განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ თენგიზ მალანიამ.

თენგიზ მალანია სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სასცენარო ექსპერიმენტული ფაკულტეტის პირველი გამოშვებისა და პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.

იგი კინოაკადემიის წევრია და მისი სახელი რუსულენოვან ენციკლოპედიაშია შესული. თენგიზ მალანია 1975 წლიდან საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული კინორეჟისორი იყო. იგი 40-მდე სხვადასხვა ფილმის ავტორია. გარდა ამისა, მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალში, მათ შორის,  ნიუ-იორკში.

ყველა ახალი ამბავი
0