ლევან დავითაშვილი: რთველის სეზონისთვის მზად ვართ

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ „რთველი -2017“-ის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი: რთველის სეზონისთვის მზად ვართ

„საქართველოში მალე რთველი დაიწყება, ვხედავთ რომ წელს არის ძალიან დიდი მოსავალი, თუმცა, საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი გაკეთებულია. მთავრობამ რთველის კარგად ჩატარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები უკვე დაამტკიცა “, —  აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მთავრობის განკარგულების თანახმად, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად აღარ გაიცემა. ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. 

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე — 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.  გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი.  ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0