გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შეუძლია თავისი დიპლომატებით იამაყოს

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალური და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი–2017“-ზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შეუძლია თავისი დიპლომატებით იამაყოს
„დღევანდელი ტურბულენტური და, ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყაროა, განსაკუთრებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება — ამბასადორიალი იმართება. წლევანდელ შეკრებას ჰქვია "ამბასადორიალი 2017 — შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში".

ყველა ახალი ამბავი
0