მამისაშვილი: ეს ნარკოტიკია, რომელსაც განსხვავებულ, საოცარ სამყაროში გადავყავარ
„უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში არასდროს მიყვარდა თოჯინები გაყინული, ცივი სახით. თოჯინების გაკეთებით 3-4 თვის წინ დავინტერესდი. სულ მქონდა სურვილი, რომ რეალური სახის თოჯინა გამეკეთებინა. ეს ჩემი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნარკოტიკია, რომელსაც განსხვავებულ, საოცარ სამყაროში გადავყავარ“, — ამბობს მამისაშვილი.
ქალბატონი თამარის მიერ შექმნილი თვალებხატულა თოჯინები ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან პოზიტიური და საყვარელი არიან. ისინი ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებენ, ერთი ნახვით დაგამახსოვრებენ და შეგაყვარებენ თავს.