ნანული სარაჯიშვილი: დედაჩემს სულ ეკითხებოდნენ, ამ ბავშვს როგორ უძლებთო
„ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. „მანანას" ნახვის შემდეგ დედაჩემს სულ ეკითხებოდნენ — ამ ბავშვს როგორ უძლებთ ასეთი ცელქი რომ არისო. დედაჩემს ეცინებოდა, რადგან სრულიად განსხვავებული ხასიათის ვიყავი", — ამბობს ცნობილი მსახიობი.
ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობია, თუმცა ის თეატრში მისვლამდე, ბავშვობაშივე გახდა პოპულარული, როდესაც ფილმ „მანანაში" მთავარი როლი ითამაშა. როგორც მსახიობი ამბობს, ბევრი მას დღემდე მანანას ეძახის.