გვიდიანი:ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული
„ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული. საგარეო ვაჭრობაზე დადებითად აისახა რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციაც, რომელიც ბოლო დროს თანდათან უფრო სტაბილური ხდება და გაჯანსაღების ტენდენციები შეინიშნება", – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 28,6%-ით (223 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი – 3,8%-ით (22.9 მლნ აშშ დოლარი).