გიორგი კილაძე: ეს წიგნი ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია

© FB/ გიო კილაძეგიორგი კილაძე
გიორგი კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კილაძე ახალ წიგნზე „გულსაგლეჯიდან პირველწყარომდე" საუბრობს, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში არსებულ მარო მაყაშვილის ბაღში დღეს, 18:30 საათზე გაიმართება. ეს ავტორის მეორე წიგნია.
გიორგი კილაძე: წიგნი ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია

 

„ეს წიგნი სხვის წიგნებში ჩემი მოგზაურობის ფიქრების გაგრძელებაა", — განუცხადა გიორგი კილაძემ „Sputnik–საქართველოს".

გიორგი კილაძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა სამოქალაქო განათლების ციფრული კოლექცია „მამარდაშვილი", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონთა ერთიანი ბაზა, სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზა, ლიტერატურული ფორუმი „ებლიტფო" და მის ბაზაზე გამოცემული კრებულები "საუბრები ლიტერატურაზე", ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ტელევიზია GeoLibTV და ინტერნეტ-რადიო, პროექტი "სასკოლო ლიტერატურა", ლიტერატურული საღამოები და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0