რა სარგებლობა მოაქვს მეფეს?
„იმის მოლოდინი, რომ თუ მონარქი გაჩნდება, მის მიმართ უპირობო პატივისცემის გრძნობით იქნება გამსჭვალული ყველა, ცოტა გადაჭარბებული მგონია. არანაირი სხვა პლუსი, გარდა ამ პატივისცემის მომენტისა, მონარქიის ინსტიტუტის შემოღებას ფაქტიურად არ აქვს", – განუცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik–საქართველოს“.
მმართველი პარტია აპირებს განიხილოს პატრიარქის ინიციტივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ, ოპოზიციის ნაწილი ამის წინააღმდეგია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს.