რით განსხვავდება ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი ჩვეულებრივი კვერცხისგან?

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი ჩვეულებრივი კვერცხისგან გემოთი განსხვავდება, მიაჩნია მოძრაობა Kar.ge-ს დამფუძნებელს ტარიელ ზივზივაძეს.
რით განსხვავდება ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი ჩვეულებრივი კვერცხისგან?

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ვუყურებ ქართული საწარმოების მიერ ბაზარზე შემოტანილ სიახლეებს. აქედან გამომდინარე, დავინტერესდი ამ ახალი პროდუქტით, გავსინჯე და აშკარად შევამჩნიე ორი რამ — ჩვეულებრივ კვერცხს მკვეთრად გამოხატული კვერცხის გემო აქვს, ომეგა 3-ით გაჯერებულს კი ეს სიმკვეთრე არ ახასიათებს. და მეორეც: ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი უფრო „ფაფუკია“, — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

ტარიელ ზივზივაძის განმარტებით, იმასათვის, რომ კვერცხი ომეგა 3-ს შეიცავდეს, კვერცხის მდებელ ქათამს სისტემატურად კვებავენ სპეციალური რაციონით, რომელშიც ჩვეულებრივ საკვებთან ერთად (სიმინდი, ხორბალი და ა.შ.) შედის თევზის ცხიმით გაჯერებული საკვები დანამატები, წყალმცენარეები და, ზოგადად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებული ქათმის საკვები. შედეგად ქათამი დებს განსხვავებული შემადგენლობის კვერცხს, რომელშიც ომეგა 3-ის შემადგენლობა (270 მილიგრამამდე) არის 5-6-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ კვერცხში.

ყველა ახალი ამბავი
0