როგორ აისახება საწესდებო კაპიტალის 50 მილიონამდე გაზრდა საქართველოს საბანკო ბაზარზე

© BF / Merab Janiashviliმერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საზედამხედველო და საწესდებო კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილება ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას შეამცირებს, მიაჩნია ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილს.
როგორ აისახება საწესდებო კაპიტალის 50 მილიონამდე გაზრდა საქართველოს საბანკო ბაზარზე

„საქართველოს საბანკო ბაზარზე 50-მილიონიანი საწესდებო კაპიტალით ახალი მოთამაშე მხოლოდ უცხოეთიდან შეიძლება შემოვიდეს, და რამდენ ბიზნესმენს ექნება ჩვენ საბანკო სექტორში ამ მოცულობის ინვესტიციის განხორციელების სურვილი – ეს კიდევ ცალკე საკითხია. ჩემი აზრით, მსურველი ძალიან ცოტა იქნება", — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან წელიწადნახევარში 50 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის პარალელურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც იგეგმება მინიმალური საწესდებო კაპიტალის გაზრდა. ამ ეტაპზე მისო-ების საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, რომელიც, სავარაუდოდ, 1 მილიონიდან 5 მილიონამდე ლარის ფარგლებში გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0