დავით მესხიშვილი: პატრულის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გადაამზადონ

© FB/David Meskhishviliდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონდამრღვევი მძღოლებისთვის 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის და გზებზე უკონტაქტო პატრულირების შემოღებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 20 %-ით შემცირდება, მიაჩნია "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს.
დავით მესხიშვილი: პატრულის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გადაამზადფონ

„თუმცა, 100-ქულიანი სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებამდე კარგი იქნებოდა თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმ ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების მიერ გადამზადდებიან, საიდანაც ამ მოდელის გადმოღება მოხდა, რადგანაც გარკვეული რისკები ამაში არსებობს", — აღნიშნა დავით მესხიშვილმა „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0