ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე: ადგილი, სადაც დაზიანებული ხეებია კერძო საკუთრებას წარმოადგენს

11
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამწვარი ხე-მცენარეების შესახებ ისაუბრა.

 „ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა ლექვინაძემ.

მერის მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ რჩება.

გარდა ამისა, ლექვინაძემ მოუწოდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას.

11