ფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე

ნანუკა ჭავჭანიძე: კიბერბულინგის სხვადასხვა სახე არსებობს

23
(განახლებულია 19:40 01.05.2017)
ფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე „Sputnik–საქართველოსთან" კიბერბულინგის მნიშვნელობასა და ადამიანის ფსიქიკაზე მის უარყოფით გავლენებზე საუბრობს.

 

სოციალური ქსელებით ხშირად ხდება კიბერბულინგი, ანუ, ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ განზრახ განხორციელებული აგრესიული ქმედება მსხვერპლის მიმართ ელექტრონული ფორმით და ინტერნეტის გამოყენებით. ამ დროს მსხვერპლმა შეიძლება ვერ, ან გვიან გაიგოს, რომ ის მსხვერპლია და მასზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა", — ამბობს ნანუკა ჭავჭანიძე.

 

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ კიბერბულინგის ძალიან ბევრი სახე არსებობს, მაგალითად: მსხვერპლს ანონიმურად ან ღიად უგზავნიან უსიამოვნო ინფორმაციის შემცველ მესიჯებს, ფოტოებს ან ვიდეომასალას; სოციალური ქსელით ავრცელებენ მის შესახებ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ღიად საუბრობენ და მსჯელობენ მასზე, ასაჯაროებენ მის პირად ინფორმაციას, მისი სახელით ავრცელებენ უსიამოვნო, არასწორ ინფორმაციას, დასცინიან, ლანძღავენ და ა.შ.

23