თამარ კვიჟინაძე

თამარ კვიჟინაძე: უნდა მოხდეს სახელმწიფოს დაინტერესება და გაიზარდოს მედპერსონალი

20
ბავშვთა ჰოსპისის „შინ ზრუნვის" სამსახურის კოორდინატორი, ქალბატონი თამარ კვიჟინაძე პალიატიური მზრუნველობის შესახებ საუბრობს.

„ჰოსპისის მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დეფიციტია. დეფიციტია ასევე პალიატიური მზრუნველობის არსის მნიშვნელობის კუთხით, რადგან გარკვეულ კატეგორიას ჰგონია, რომ ჰოსპისი — ეს არის თავშესაფარი, ან ადგილი, სადაც შექმნილია ცუდი განწყობა. ეს არის ჩვეულებრივი სახლი, სადაც ხდება ბავშვის ტკივილების და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების შემსუბუქება", — ამბობს კვიჟინაძე.

მისი განცხადებით, შინ ზრუნვის კომპონენტში ამ ეტაპზე ჩართულია 26 ბავშვი. ქალბატონი თამარი იმედოვნებს, რომ შინ ზრუნვის კომპონენტი ახლო მომავალში გაიზრდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

20