ია გოგნაძე

ია გოგნაძე: განქორწინების ინიციატორები ხშირად ქალები არიან

65
საქსტატის ცნობით 2016 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 539 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 პროცემდით გაიზარდა.

„განქორწინების რიცხვის მატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ როგში აღსანიშნავია ქორწინების ასაკი, მხედველობაში მაქვს 18 წლამდე დაქორწინებული პირები, მეორე მიზეზი — ქალების მეტი დამოუკიდებლობაა, ხოლო მესამე კი მძიმე სოციალურო ფონია." — განუცხადა "Sputnik-საქართველოს"- არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა ია გოგნაძემ.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0- 10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (8,8 პროცენტი). რაც შეეხება ქორწინებას, 2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 პროცენტით შემცირდა და 25 101 შეადგინა.

65