სოფლის მეურნეობა

რა ცვლილებია აგროდაზღვევის პროგრამაში 2017 წელს

37
(განახლებულია 16:45 05.04.2017)
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წელს თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ვაზზე კი 50% -ს. განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სადაზღვეო ინსტიტუტის" მმართველმა გიორგი გიგოლაშვილმა.

"აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წელს ფერმერებს წინა წლებთან შედარებით სადეაზღვეო კომპანიებისთვის ნაკლები პრემიის გადახდა მოუწევთ," აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა " Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ოთხი სადაზღვევო კომპანიაში, ესენია: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, აი სი ჯგუფი DA არდი ჯგუფი. პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა უცხვი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

37