რა შემთხვევაში აინთება საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ თუ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში არ დაბრუნდებიან, მათ მიმართ რეადმისიის პროცედურა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
რა შემთხვევაში აინთება საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი

„ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

რეადმისია ნიშნავს სახელმწიფოს თანხმობას საკუთარი მოქალაქის უკან მიღების თაობაზე, რომელიც უნებართვოდ იმყოფება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეადმისიის ხარჯებს ჯერ სახელმწიფო დაფარავს, ხოლო მომავალში მათი ანაზღაურება ვადის დამრღვევ მოქალაქეებს დაეკისრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0