ჯანელიძე: ვადასტურებთ ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს როლზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟურნალისტებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესაუბრა.
ჯანელიძე: ვადასტურებთ ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას

"ვაშინგტონში იმართება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მოწვეულია აშშ-ს სახელწიფო მდივნის მიერ. ჩვენი მონაწილეობა კონფერენციაში დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით", — განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც დღეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრა იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0