გიორგი მიშელაძე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ პროგრამას იწყებს

55
(განახლებულია 17:05 06.02.2017)
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ პროგრამას იწყებს

„მევენახეებისთვის ეს იმით არის საინტერესო, რომ თუ დღეს ისინი შემოსავალს მხოლოდ ყურძნისგან იღებენ, პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში სარგებელს უკვე ღვინისგანაც ნახავენ. ეს მათთვის უკვე დამატებითი შემოსავალია. გარდა ამისა, მათ არც იმის პრობლემა ექნებათ, თუ სად და რომელ ქარხანაში ჩააბარონ ყურძენი“, — განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კოოპერატივის წევრთა რაოდენობა  შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს; კოოპერატივს ან მეპაიეებს საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, ვაზის შემდეგი ჯიშებით: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული). პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.

55
გიორგი ვარდოსანიძე

გიორგი ვარდოსანიძე: ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია

97
(განახლებულია 14:50 07.08.2020)
ცნობილი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე იხსენებს სტუდენტობას და იმ დროს, როცა თეატრში პირველ როლზე დაამტკიცეს.
გიორგი ვარდოსანიძე: ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია
„მანანა ბერიკაშვილი მაშინ მუშაობდა პუბლიცისტურ სპექტაკლზე „ბედნიერი ერი- ილიაობა“. მოხდა ისე, რომ ბიჭის როლის შემსრულებელს რაღაც დაემართა და ვერ ითამაშებდა. დამირეკა ჩემმა მეგობარმა აჩიკო სოლოღაშვილმა და მითხრა, რომ თეატრში კასტინგი ტარდება და მოდიო! თეატრში რომ მივედი სცენას შევხედე და ვხედავ სცენაზე არიან ის მსახიობები, რომლებიც ჩემთვის მეტრები არიან.“- ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს: „არ მახსოვს მაშინ რა და როგორ გავაკეთე. უბრალოდ მახსოვს ის, როცა ყველაფერი დასრულდა, მანანა თქვა მოდითო და ყველანი სცენაზე შევიკრიბეთ. რაღაც შენიშვნები მისცა ხალხს და მე ვიფიქრე, ახლა მეტყვიან: აქედან დაცვა გაგათრევს და მაგრად გცემსო, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. მითხრეს, რომ ხვალ სამზე მოდიო. სანამ პრემიერა არ ვითამაშე ვიფიქრე-მეღადავებიან მეთქი. ეგ იყო პირველი პირველი როლი, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის“.

97
ლელა მებურიშვილი

ლელა მებურიშვილი: ძალიან რთულად მიყვარდება ხოლმე ადამიანი

143
(განახლებულია 14:38 07.08.2020)
ლელა მებურიშვილი იხსენებს თუ როგორი იყო სკოლის დროს და ინსტიტუტში, ამბობს, რომ ყველასგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ბევრი რამ არ მოსწონდა.
ლელა მებურიშვილი: ძალიან რთულად მიყვარდება ხოლმე ადამიანი
„დედა სულ ამბობდა, რომ როგორ შეიძლება, რომ არავინ მოგწონდესო, მაღალ კლასებში გოგოებს რომ უყვარდათ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მე ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ჩამეცვა ქუსლიანი? ბოლომდე მიყვარდა თამაში და გართობა- ამ ცხოვრებით ვცხოვრობდი.“- ამბობს ლელა მებურიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ლელა მებურიშვილი ამბობს: „როცა ყველას ერთი ჯგუფი მოსწონდა და აკრავდნენ ხოლმე მის პლაკატებს ან რომელიმე სერიალის გმირს ამოიჩემებდნენ, მე კატეგორიულად არ მომწონდა არც ის ჯგუფი არც ის მსახიობი. ამის გამო ყველა ცერად მიყურებდა: როგორ, ხუანი არ მოგწონსო? პრანჭიაობა არ მიყვარდა და არ ვიცი ალბათ სიყვარულს თავიდანვე სერიოზულად ვუყურებდი.18-დან 20 წლამდე არაფრით მესმოდა: როგორ უნდა ყოფილიყავი ვინმეთი ისე გატაცებული, რომ გავთხოვილიყავი“.

143
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი პარლამენტის დეპუტატობას აპირებს

0
(განახლებულია 11:55 10.08.2020)
ზურაბ ჯაფარიძის ერთ–ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი გია ვოლსკი იქნება

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik.  ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“>>

როგორც ჯაფარიძემ დაწერა, პარტია „გირჩი“ რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციას ერთობლივი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გამოეყო.

„ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოლქის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში“, – დაწერა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სანამ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან კონსულტაცია გაიარა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და მათ ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს.

ჯაფარიძეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს.

ზურაბ ჯაფარიძე: როგორც ნაცრისფერ მასას, ისე ვუყურებ პოლიტიკურ პარტიებს>>

ზურაბ ჯაფარიძის ერთ–ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

„საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედიაპლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“, – დაწერა ჯაფარიძემ.

დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილი ივლისის ბოლოს მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ გამოთქვა.

ეს დოლიძისთვის არჩევნებზე კანდიდატის სახით ბრძოლის პირველი გამოცდილებაა. ის დიდი ხანი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, შემდეგ იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ხოლო 2018 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. ეს პოსტი მას ამა წლის ივნისამდე ეკავა – ამ დროს განაცხადა თვისი პოლიტიკური ამბიციებისა და პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ.

პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო.

ანა დოლიძე: თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი...>>

 „გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შექმნეს.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინალური საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ–ერთი ძირითადი როლი შეასრულა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020