ხატწერა ერთგვარი ლოცვაა

ხატწერა ერთგვარი ლოცვაა

140

ირაკლი ლიჩელმა თბილისის სასულიერო აკადემიის ხატწერისა და  რესტავრაციის ფაკულტეტი დაამთავრა. მის მიერ დაწერილი მრავალი ხატია დაბრძანებული საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტაძრებში. ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ხატწერის სახელოსნოს უძღვება და ყველაზე მეტ დროს სწორედ იქ ატარებს. პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. კმაყოფილია, რომ ხატწერაში ნიჭიერი თაობა მოდის…"აუცილებელია იმ წმინდანის ცხოვრება იცოდე, ვის ხატსაც წერ, რადგან თუ ეს ყველაფერი არ გაითავისე, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ“,- აღნიშნა ჟურნალისტ თამარ გერლიანთან საუბარში ირაკლი ლიჩელმა. სასწაულებზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს. ფიქრობს, რომ ეს საფრთხილო საკითხია. მიაჩნია,რომ სასწაულიც და განსაცდელიც რწმენაში განსამტკიცებლად ევლინება ადამიანს.

140