პრესკონფერენცია თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები“

სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა მხოლოდ თავად მოსამართლეებს შეუძლიათ

52
მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები“ Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ჩატარდა

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. გახდეს სასამართლო დამოუკიდებელი და გაიზარდოს მოქალაქეების მისდამი ნდობა ძალზე მარტივია, თუ პოლიტიკური ნება იქნება, მიიჩნევს სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.

ამის შესახებ მან განაცხადა მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები“, რომელიც  Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს–ცენტრში პარასკევს გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იურისტი გიორგი ხუროშვილი.

„ამბობენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას სწრაფად ვერ მიაღწევ. რატომ არა? ამის გაკეთება ერთ წუთში შეიძლება. უნდა გააფრთხილო ხელისუფლების ყველა შტო, რომ როგორც კი ის მოსამართლეს დაურეკავს კონკრეტულ საქმეზე, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამაზე მეტი დამოუკიდებლობა არ შეიძლება იყოს, როდესაც მოსამართლემ იცის, რომ მას არავინ დაურეკავს“, – მიიჩნევს ბენიძე.

Венеди БЕНИДЗЕ Пресс-конференция на тему: Судебная реформа в Грузии – проблемы и перспективы
© Sputnik / Alex Shlamov
ვენედი ბენიძე

მისი განცხადებით, სასამართლოების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იმითაა გამოწვეული, რომ სასამართლო – ეს ისეთი საკვანძო სტრუქტურაა, რომელშიც თავისი ხელისუფლების გამტკიცების მიზნით ერევიან. სასამართლო ორგანოს მიმართ უნდობლობის პრობლემის გადაჭრა შეიძლება და აუცილებელია, რადგან სასამართლოს გამართული მუშაობა, მისი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა სახელმწიფოს განვითარების გარანტია.

რეფორმები მხოლოდ ვნებს

ახალგაზრდა იურისტი გიორგი ხუროშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის დაუსრულებელი რეფორმები მას არათუ არ ანვითარებს, არამედ ვნებს კიდეც.

„რეფორმის მიზანია კონკრეტული სისტემა უფრო კარგად იყოს გათვლილი და ის უკეთესობისკენ შეიცვალოს. მაგრამ სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ხერხემალია, რომელიც დიდ გონივრულობას მოითხოვს, რადგან ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლო სისტემაში იქნა რეალიზებული, აისახება მის იმიჯზე და მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ხუროშვილმა.

Георгий ХУРОШВИЛИ Пресс-конференция на тему: Судебная реформа в Грузии – проблемы и перспективы
© Sputnik / Alex Shlamov
გიორგი ხუროშვილი

იურისტის თქმით, საზოგადოების ნდობის ამაღლება სასამართლოს მიმართ თავად მოსამართლეებს შეუძლიათ, თუ ადამიანებს თავიანთ მიუკერძოებლობას დაუმტკიცებენ საქმით.

„ახლა უკვე უშუალოდ მოსამართლეზეა დამოკიდებული, როგორ განახორციელებს ის სასამართლო ხელისუფლებას. ანუ, როგორ მიიტანს ის მართლმსაჯულებას ხალხამდე. სასამართლოს ავტორიტეტს, პირველ რიგში, მოსამართლე განსაზღვრავს თავისი განხილული საქმით. თუ ის კარგად განიხილავს ერთ, ორ, სამ ან ას საქმეს, ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზრდება. ეს ბუნებრივი პროცესია“, – მიიჩნევს ის.

ამ მოსაზრებას სრულად არ იზიარებს ბენიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ დღევანდელი იდეოლოგიის გათვალისწინებით, რომელიც სასამართლო სისტემის ირგვლივ არის გავრცელებული, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ამა თუ იმ საქმეზე, საზოგადოება მაინც უკმაყოფილო იქნება. თითოეულ სასამართლო პროცესზე ორი მხარეა და გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში ერთი მხარე უკმაყოფილო დარჩება განაჩენით.

სასამართლო რეფორმა და მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ წრეებში მძაფრი პოლემიკა მიმდინარეობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებს კლანები მართავენ, ხოლო მმართველ პარტიაში ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.

ამასთან სასამართლო სისტემა საქართველოში ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების საფუძვლიანი რეფორმის ჩატარებისკენ.

„ამერიკელები ითხოვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შეჩერებას, სანამ პროცესი გამჭვირვალე არ იქნება. ვინც იცის კანონმდებლობა, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, იქ პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა. და თუ კანონი დაცული იქნება, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ნებისმიერი კანონის დამახინჯება შეიძლება მონდომების შემთხვევაში“, – განაცხადა ბენიძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე გამოხატეს შეშფოთება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ეს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს.

52
საქალაქო სასამართლო

მრგვალი მაგიდა: „სასამართლო რეფორმა საქართველოში პრობლემები და პერსპექტივები"

9
(განახლებულია 19:10 16.07.2021)
„Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 16 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები".

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკურ წრეებში ცხარე პოლემიკა მიმდინარეობს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებს კლანები მართავენ, ხოლო მმართველ პარტიაში ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.

ამასთან სასამართლო სისტემა საქართველოში ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების საფუძვლიანი რეფორმის ჩატარებისკენ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

- ადვოკატი შალვა ქურდაძე;

- იურისტი გიორგი ხუროშვილი;

- სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

9
ვახტანგ გომელაური

გომელაური: ამნისტია უნდა შეეხოთ 20 ივნისის საქმის ფიგურანტ პოლიციელებსაც

253
(განახლებულია 18:57 05.05.2021)
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრობს.
გომელაური: ამნისტია უნდა შეეხოთ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებსაც
„მე არ მივიჩნევ, რომ ეს უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ ამნისტია. არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და პოლიციელებს ვიცავ. მოდი, ასე შევხედოთ: ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული. თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? ეს ხომ უსამართლობა იქნება?! მძიმე მუხლებს, მაგალითად, 117-ე მუხლს ისედაც არ ეხება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების შესახებ დისკუსია გრძელდება. ოპოზიცია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების ამნისტიის იდეას მმართველი გუნდის მზაკვრულ გეგმას უწოდებს.

253
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0