დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.
ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია 15 მაისს დაგეგმა, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში მომხრეების მობილიზებას გეგმავენ.
როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უახლოეს თვეებში და როგორი იქნება მიმდინარე პროცესების სამართლებრივი შეფასება, აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:
– სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, იუსტიციის გადამდგარი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი გია მეფარიშვილი;
– სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com