კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და თვითგადარჩენის გზებს ეძებს. პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად 2020 წლის აპრილში მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების აღმოსაჩენად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.
როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები საქართველოსთვის? როგორ გააგრძელებს ცხოვრებას ქვეყანა პოსტპანდემიურ პერიოდში? როგორ აღდგება ტურიზმი და ბიზნესი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:
– საქართველოს ბიზნეს–აკადემიის წევრი რომან რურუა;
– პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი პაატა გიორგაძე.
პრესკონფერენცია გაიმართება „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. პანდემიის დროს ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ჩავარდნა მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ფსონს ტურიზმზე დებდნენ. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ექსპერტებმა პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს–აკადემიის წევრი რომან რურუა და პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი პაატა გიორგაძე.
„პანდემიის გამო საფინანსო ინსტიტუტებმა მთლიანად შეწყვიტეს საქმიანობა, მსოფლიო ეკონომიკა თავდაყირა დადგა. ძირითადად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმზე იყვნენ ორიენტირებული. საქართველო ამ დროისათვის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსს განიცდის“, - განაცხადა გიორგაძემ.
„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა >>
ექსპერტების თქმით, საქართველომ შექმნილი სიტუაციიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და ქვეყანაში საქმიანობის სხვა სახეობები განავითაროს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გაკეთდეს აქცენტი ბუნებრივ რესურსებზე, რომლებიც დიდი შესაძლებლობების მატარებელია.
რომან რურუამ პანდემიას საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა და განაცხადა, რომ ბუნება ადამიანს სამაგიეროს უხდის მთელი იმ ვანდალიზმისათვის, რომლითაც ის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეპყრობოდა.
„გავიგუდეთ“: რუსთავში გარემოსდაცვითი კანონის უსწრაფეს ამოქმედებას მოითხოვენ >>
„პანდემია - ეს არის ბუნების კანონზომიერება, რადგან ბუნება - ეს არის თავდაცვის სამინისტრო. ბუნება არის ღმერთი, ჩვენ კი ამ ღმერთს ვუპირისპირდებით. ბოლოსდაბოლოს, ის ვერ გაუძლებს და გაგვანადგურებს“, - განაცხადა მან.
რურუას თქმით, კაცობრიობამ დედამიწაზე ცოცხალი ბუნების 77% გაანადგურა და ახლა ბუნება დარჩენილ 23%-ს იცავს.
სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია >>
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და თვითგადარჩენის გზებს ეძებს. პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად 2020 წლის აპრილში მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების აღმოსაჩენად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც დღემდე და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.
ბრიფინგზე ნიკოლაი სვენტიცკი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულ მიზნობრივ ადგილებზე ჩარიცხვის პირობებს გამოაცხადებს.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567 (ბოლო 24 საათში – 4), კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.387 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 142 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19.737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.