ვიდეოხიდი: ქართველი სპეციალისტები სომეხ კოლეგებს ქულათა სისტემის გამოცდილებას გაუზიარებენ

გამოწერა
ვიდეოხიდი, რომელზეც ქართველი და სომეხი ექსპერტები საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ქულათა სისტემების უპირატესობასა და ხარვეზებზე იმსჯელებენ, „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 17 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

სომხეთში 2020 წლის 1 იანვრიდან საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთათვის ქულათა სისტემა შემოიღეს, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სომეხ მძღოლებს შორის. ერთნი მხარს უჭერენ სიახლეს, მეორენი კი აღნიშნავენ, რომ კანონში ბევრი სადავო საკითხია. ერევნელმა ტაქსის მძღოლებმა მთავრობის შენობის წინ უკვე გამართეს საპროტესტო აქცია. 

საცობი ორთაჭალაში - Sputnik საქართველო
საგზაო მოძრაობის წესების რამდენი დამრღვევი დარჩა მართვის მოწმობის გარეშე - სტატისტიკა

საქართველოში ქულათა სისტემა უკვე მესამე წელია წარმატებით მოქმედებს.

საქართველოში როგორი გამოცდილებაა ამ კუთხით და რამდენად შემცირდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დონე, ამის შესახებ ვიდეოხიდის ფარგლებში ქართველი და სომეხი ექსპერტები ისაუბრებენ:

თბილისში:

– საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი;

– საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე;

–ბლოგერი, ავტოექსპერტი გიორგი ჭალაძე.

ერევანში:

– საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მძღოლის მეგობარის“ თავმჯდომარე ტიგრან კეიანი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

 

ყველა ახალი ამბავი
0