ვიდეოხიდი ანდრეი კლიმოვთან

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი კლიმოვი
ანდრეი კლიმოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ანდრეი კლიმოვთან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ვიდეოხიდი მოსკოვი-ბაქო-თბილისი-კიშინიოვი სამშაბათს, 24 დეკემბერს, 12:30 საათზე გაიმართება.

ანდრეი კლიმოვი ასევე არის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

პრესკონფერენციის ფორმატში რუსი სენატორი კომენტარს გააკეთებს საერთაშორისო დღის წესრიგით განსაზღვრულ აქტუალურ საკითხებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ურთიერთობების პოტენციალზე და ა.შ.

ქართული მასმედიის წარმომადგენლები ანდრეი კლიმოვისთვის კითხვების დასმას „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრიდან შეძლებენ.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0