ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: საქართველო და რუსეთი - 10 წელი დიპურთიერთობების გარეშე

© photo: Sputnikსაქართველო-რუსეთის დროშები
საქართველო-რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი–მოსკოვი თემაზე „საქართველო და რუსეთი: 10 წელის დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე" „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ხუთშაბათს, 1 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება. მოლაპარაკებები, ტრადიციულად, პრაღაში იმართება და ითვალისწინებს მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას.

„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ>>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, მმართველი პარტია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,64%, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანებიდან  „ძალა ერთობაშია" 37,74%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

რამდენად იმოქმედებს საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე? შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის გაჩენა? გაუქმდება თუ არა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი? რა პერსპექტივები აქვს თბილისსა და მოსკოვს შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგს? ვიდეოხიდის მონაწილეები ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.

მოსკოვში:

– ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნადანა ფრიდრიქსონი

თბილისში:

– ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული–რუსული მეგობრობის ცენტრის თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

– პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

 

ყველა ახალი ამბავი
0