მინსკში გამართულ ფორუმზე ბელარუსის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები აუტისტი ბავშვების საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის მსოფლიო გამოცდილების, აგრეთვე ინკლუზიური კოლექტივის შექმნის შესახებ იმსჯელებენ, რა დროსაც გამოყენებული იქნება კორექციულ-განმავითარებელი სწავლება და თეატროთერაპია.
ვიდეოხიდის ფარგლებში თბილისიდან ჩაერთვება ჟურნალისტი, ორგანიზაცია „მზის შვილების" დირექტორი, სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცის" დამაარსებელი და დირექტორი ინგა ლოლაძე.
მინსკიდან კავშირზე:
- საოჯახო ინკლუზივ-თეატრის "i" დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა კისელიოვა;
- velcom-ის კორპორატიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი ნიკოლაი ბრედელევი;
- თეატრ KAZOU–ს (ნიდერლანდები) სამხატვრო ხელმძღვანელი ჰანს სალემინსკი;
- დახურული სააქციო საზოგადოება Белросстрах-ის გენერალური დირექტორი ვიქტორ ლავრუსენკო;
- IBA IT-парк-ის პერსონალის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ ბუტოვა.
ფორუმის პროგრამას გაეცანით აქ.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com