პრესკონფერენცია: საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი

© photo: Sputnikაუდიოსისტემის მიკროფონი პრეს-ცენტრში
აუდიოსისტემის მიკროფონი პრეს-ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროექტის „ქართული ეკონომიკური საოცრება" ავტორის, პაატა გიორგაძის პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი" „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება პარასკევს, 2 თებერვალს, 14:00 საათზე

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, დაამტკიცა მთავრობის 2018-2020 წლებზე გათვლილი პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა". ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ სრულად აითვისოს ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი და ყურადღება დაუთმოს სივრცით მოწყობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ეხება გზების მოწყობას, ირიგაციული სისტემების გაუმჯობესებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურასა და მშენებლობას. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის გზების მშენებლობა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, წელს რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 1,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში კაპიტალური ხარჯების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ წარმატებული სატრანზიტო ქვეყანა გახდეს? რა უპირატესობები ექნება ქვეყანას სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების შემთხვევაში? როგორ უნდა ამაღლდეს საქართველოს კონკურენტუნარიანობა ამ სფეროში?

ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებს უპასუხებს:

— ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის „ქართული ეკონომიკური საოცრება" ავტორი, პაატა გიორგაძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს" ანონსების e-mail-გამომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0