ვიდეოხიდი ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Anatoly Garanin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ვისოცკი
ვლადიმირ ვისოცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-ბიშკეკი-ერევანი-კიშინიოვი-ტალინი, რომელიც ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავს ეძღვნება, „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 25 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

25 იანვარს ავტორის, შემსრულებლის, მუსიკოსის, პოეტის, მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წელი სრულდება. მან თავისი ცხოვრების 42 წლის განმავლობაში შექმნა 600-ზე მეტი სიმღერა, 200-ზე მეტი ლექსი, გადაღებულია 30-ზე მეტ ფილმში, თეატრში შეასრულა 20-ზე მეტი როლი. მას არ სწყალობდა საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ ჰქონდა ხალხის უდიდესი სიყვარული, მათ შორის უცხოეთში. ვისოცკის შემოქმედება არ კარგავს აქტუალურობას მისი გარდაცვალებიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც.

ვისოცკის დაბადების დღეს თბილისში აღნიშნავენ კონცერტი-სპექტაკლით „მაქვს რაღაც სამღერი…", რომელიც 27 იანვარს გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. კონცერტში ქართველი და რუსი შემსრულებლები მონაწილეობენ.

იმის შესახებ, თუ როგორ ახსოვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვლადიმირ ვისოცკი, მისი ნიჭის თაყვანისმცემლები ისაუბრებენ:

თბილისში:

საესტრადო შემსრულებელი, ვისოცკისადმი მიძღვნილი კონცერტის მონაწილე ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილი.

მინსკში:

მინსკის ვლადიმირ ვისოცკის კინოკლუბის თავმჯდომარე ივან სპოსობოვი.

ბიშკეკში:

ლიტერატურულ-მუსიკალური კლუბის „თეთრი ფრინველი" დამფუძნებელი, ბარდი ედუარდ ნამი.

ერევანში:

პოეტი ლევონ ბლბულიანი.

კიშინიოვში:

ჟურნალისტი, მწერალი მიხაილ ლუპაშკო.

ტალინში:

მსახიობი, მომღერალი ტიმურ ილიკაევი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0