მრგვალი მაგიდა: ქართული სამართალი რეფორმების ფონზე

© photo: Sputnikაუდიოსისტემის მიკროფონი პრეს-ცენტრში
აუდიოსისტემის მიკროფონი პრეს-ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა „ქართული სამართალი რეფორმების ფონზე" სამშაბათს, 23 იანვარს, 15:30 საათზე მულტიმედიურ პრეს-ცენტრში „Sputnik-საქართველო" გაიმართება

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW) იანვარში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2017 წელს ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. Human Rights Watch ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს, გამოძიებასა და დოკუმენტირებას მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა აშშ-ში მდებარეობს. Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა ნარკოდანაშაული საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულება სამართალდამრღვევი სამართალდამცველების მიმართ. ლგბტ საზოგადოების უფლებები და მრავალი სხვა.

„მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც უნდა დაესრულებინა ქვეყნის საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადასვლა. კვლავ პრობლემად რჩება დაბალი პასუხისმგებლობა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შემთხვევებში, საქართველო განაგრძობდა ნარკოპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯაზე. აღშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომითი უფლებების, მასმედიისა და ლგბტ პირების დაცვის მხრივ", — ნათქვამია ანგარიშში.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ ქართული სამართლის პრობლემებზე და შეაფასებენ მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს:

— სამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა;

— სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი;

— სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე;

ღონისძიების სამუშაო ენაა ქართული.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება მულტიმედიურ პრესცენტრში „Sputnik-საქართველო“ მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს“ ანონსების e-mail-გამომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0