პრესკონფერენცია: პელეს სტუმრობა და საფეხბურთო ტურნირი საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია "არგენტინის სახლი საქართველოში", რომელიც ეძღვნება საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის კავშირის - MERCOSUR-ის ქვეყნების თანამშრომლობას სპორტში, კულტურაში, ტურიზმსა და ეკონომიკაში, გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში" და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი გამოვიდნენ ინიციატივით, ჩატარდეს საქართველოში მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან ახალგაზრდული გუნდები (21 წლამდე) MERCOSUR-ის ქვეყნებიდან — არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ასევე რუსეთიდან და საქართველოდან. ტურნირის ჩატარება თბილისაა და ქუთაისში ნოემბერში იგეგმება. ღონისძიებაზე მოწვეულია ფეხბურთის მეფე პელე.

პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ტურნირის მომზადებაზე, მის მნიშვნელობაზე საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში, პელეს ვიზიტის დეტალებზე და სკულპტურულ კომპოზიციაზე მუშაობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს ხუთ ფიგურას: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი და ფეხბურთის ლეგენდა პელე.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— საქართველოში არგენტინის სახლის თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი;

— ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი;

— იუნესკოს ცეკვის  საერთაშორისო საბჭოს თბილისის სექციის პრეზიდენტი ზურაბ ბილანიშვილი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0