ვიდეოხიდი: ვლადიმირ მაიაკოვსკი - პოეზია დროისა და საზღვრების გარეშე

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად
ვლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი - მოსკოვი - კიშინიოვი "ვლადიმირ მაიაკოვსკი - პოეზია დროისა და საზღვრების გარეშე", რომელიც პოეტის დაბადების დღეს მიეძღვნება, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 19 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

რუსეთში, საქართველოში, მოლდოვასა და მთელ მსოფლიოში ვლადიმირ მაიაკოვსკის (1893-1930) დაბადებიდან 124 წლისთავს აღნიშნავენ. ეს იყო XX საუკუნის პირველი მესამედის ერთ-ერთი უნიჭიერესი რუსი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მსახიობი და მხატვარი. დაიბადა საქართველოში, სოფელ ბაღდადში, დაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას. ბაღდადში მაიაკოვსკის მუზეუმი 1940 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის ყველაზე ძვირფასი ექსპონატებია — პოეტის მამის ხანჯალი, ფოტოსურათების ჩარჩო, რომელიც 11 წლის მაიაკოვსკიმ თავისი ხელით გამოთალა და პოეტის სიკვდილის შემდეგდროინდელი ნიღაბი.

პოეტის გარდაცვალების საიდუმლო კვლავ იწვევს ლიტერატურათმცოდნეთა და კრიტიკოსების კამათს, მაგრამ სადაც არ უნდა დაბადებულიყო და რა სიკვდილით არ უნდა მომკვდარიყო პოეტი, ის მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად და პოეზიის თვითმყოფად მოვლენად რჩება.

რუსეთში, საქართველოსა და მოლდოვაში მაიაკოვსკის პოეტურ დანატოვარზე იმსჯელებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

— ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალ "რუსკი კლუბის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, მაიაკოვსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წიგნებისა და სტატიების ავტორი ნინა ზარდალიშვილი-შადური;

მოსკოვში:

— მაიაკოვსკის მუზეუმის დირექტორი ალექსეი ლობოვი.

კიშინიოვში:

— ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის კათედრის გამგე ვლადიმირ ნოსოვი.

ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0