პრესკონფერენცია: სპექტაკლის А.Л.Ж.И.Р. პრემიერა გრიბოედოვის თეატრში

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია "სპექტაკლის А.Л.Ж.И.Р. პრემიერა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება ოთხშაბათს, 26 აპრილს 13:00 საათზე.

გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე 28 და 29 აპრილს გაიმართება სპექტაკლის А.Л.Ж.И.Р. პრემიერა. აბრევიატურა იშიფრება, როგორც" სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი".

სპექტაკლი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დოკუმენტური დრამის ჟანრში დადგა.

А.Л.Ж.И.Р. — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები შეგნებულად იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი "ხალხის მტრების"…

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— საქართველოს დამახურებული მსახიობი ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი;

— მსახიობი ინა ვორობიოვა;

— მსახიობი მარიამ ფიფია.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0