ვიდეოხიდი თბილისი - მინსკი - კიშინიოვი თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორშაბათს, 27 მარტს, 12:00 საათზე თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი - მინსკი - კიშინიოვი.

თეატრის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 27 მარტს აღინიშნება. ეს არამარტო სცენის ოსტატების და თეატრის ყველა მუშაკის ინტერნაციონალური პროფესიული დღესასწაულია, ეს ასევე მილიონობით არაგულგრილი მაყურებლის დღესასწაულიცაა. და, რა თქმა უნდა, ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თეატრებში სხვადასხვა თეატრალური ფესტივალები, სადღესასწაულო დადგმები და საუკეთესო სპექტაკლების ჩვენებები იმართება.

საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის და ესტონეთის დედაქალაქებში 27 მარტს Sputnik-მა პრეს-ცენტრებში "რუსული" თეატრების წარმომადგენლები მოიწვია. თეატრალური ექსპერტების დისკუსიის დროს განიხილება თეატრების განვითარების საკითხები, 2016-2017 წლების თვალსაჩინო პრემიერები, ახალგაზრდა ავტორების დადგმები, მაყურებლის ინტერესების თავისებურებები და თეტრალური საზოგადოებისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვიდეოხიდზე მიწვეულები არიან:

თბილისში: თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ნიკოლაი სვენტიცკი.

მინსკში: მაქსიმ გორკის სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგეი კოვალჩიკი.

კიშინიოვში: ანტონ ჩეხოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი კონსტანტინ ხარეტი.

ტალინში: თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება ვიდეოხიდში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; Тел.: +995555908977.

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0