ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-ბიშკეკი-კიშინიოვი ტურისტული სეზონის გახსნისთვის

გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-ბიშკეკი-კიშინიოვი თემაზე "მზადება აქტიური ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ექსპერტების პროგნოზი ტურისტების მოზიდვის საკითხებში" ხუთშაბათს, 23 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება.

საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ დარგს, ეძებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის ახალ გზებს, ვითარდება ახალი მიმართულებები, რომლებმაც ქვეყანაში ჩამოსული მოგზაურების მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2016 წელს დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს 2016 წელს სულ 6 350 825 ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 7,6%-ით მეტია. გასული წლიდან ქვეყანაში მუშაობს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის ძირითადი ამოცანაა ახალი ცენტრების შექმნა ქვეყნის ეკონომიკურად მეტ-ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ტურისტებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.

ექსპერტების პროგნოზები 2017 წელს ტურიზმის განვითარების საკითხებში, ტურისტული მომსახურების ბაზარზე ერთობლივი მუშაობის გეგმები, ტურისტული კომპანიების მუშაობის განსაკუთრებულობები, საინტერესო წინადადები დსთ-ის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ტურისტებისთვის, ასევე სხვა საკითხები — ამაზე იმსჯელებენ ექსპერტები საქართველოდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან.

ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის მოწვეული არიან:

თბილისში: ექსპერტი ტურიზმის სფეროში, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო კვარაცხელია.

მინსკში: ბელარუსის ტურისტული ინდუსტრიის რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე ფილიპ გული.

კიშინიოვში: მოლდოვის ტურიზმის სააგენტოს გენერალური დირექტორი სტანისლავ რუსუ.

ბიშკეკში: ტურისტული საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება ვიდეოხიდში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0