ვიდეოხიდი „2016 წლის საარჩევნო კამპანიები: შეჯამება“

© photo: Sputnik / Maksim BlinovЖპრესცენტრი
Жპრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში, აღმოსავლეთ ევროპასა და აშშ-ში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი თბილისი-კიშინიოვი-მინსკი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 27 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდი დსთ-ის ქვეყნებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის მხრივ საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.  როგორი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური წინადადებებით წარდგნენ კანდიდატები არჩევნებზე მოლდოვაში, საქართველოში, ბელარუსში, რუმინეთში, ბულგარეთში, ავსტრიასა და აშშ-ში, როგორ დაალაგებენ ურთიერთობებს ახლო მეზობელ და რეგიონის მსხვილ სახელმწიფოებთან — ამ და სხვა კითხვებზე გასცემენ პასუხს ვიდეოხიდის მონაწილეები.

თბილისში: პოლიტოლოგი, გლობალური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი.

მინსკში: პოლიტოლოგი, საგანმანათლებლო-საინფორმაციო დაწესებულება „აქტუალური კონცეფციის“ დირექტორი ალექსანდრ შპაკოვსკი.

კიშინიოვში: პოლიტიკური ექსპერტი კორნელიუ ჩურია

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი „С“.

საკონტაქტო ტელ: 555 90 89 77.

ყველა ახალი ამბავი
0