„რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ პრესკონფერენცია: „წლის შედეგები და ახალი პროექტები“

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრესსამსახური
რია ნოვოსტის პრესსამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ პრესკონფერენცია თემაზე „წლის შედეგები და ახალი პროექტები“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პარასკევს, 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციის მონაწილეები „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ 2015 წლის მუშაობას შეაჯამებენ და საქმიანობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეალიზებულ საერთაშორისო პროექტებს, ასევე საქართველოს რუს თანამემამულეთა სამრთლებრივი დაცვის ცენტრის მიმდინარე საქმიანობას. 

სამართლებრივი დაცვის ცენტრის ძირითადი მიზანი, საქართველოში რუსი თანამემამულეების უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათი ყოველმხრივი სამართლებრივი დაცვა და მხარდაჭერაა. 

პრესკონფერენციის მონაწილეები:

– „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევი;

– სამართლებრივი დაცვის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე;

– იურისტი ლანა ადამიანი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0