ბრიფინგი: ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ურთიერთობების პერსპექტივები

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრესცენტრი
რია ნოვოსტის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ბრიფინგი თემაზე: „ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ურთიერთობების პერსპექტივები“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში სამშაბათს, 22 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების არჩევანზეა დამოკიდებული. „ჩვენ არ ვყოფილვართ ურთიერთობების (საქართველოსთან) ნგრევის ინიციატორები, მაგრამ მზად ვართ მათი აღდგენისთვის, რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, უპირველესად, ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საქმეა, საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა პუტინმა. 

ბრიფინგზე ისაუბრებენ თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ? როგორია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური დიალოგის პერსპექტივები?

ბრიფინგის მონაწილეები:

– საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია;

– პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია;

– პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


 

ყველა ახალი ამბავი
0