პროექტი Ты супер!

Ты супер! НТВ ვოკალური შოუს მესამე სეზონს იწყებს

135
(განახლებულია 15:16 29.01.2019)
პროექტის Ты супер! მესამე სეზონი გალა-კონცერტით მარტში დაიწყება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური შოუს Ты супер! მესამე სეზონის დაწყების შესახებ განაცხადა. 5 მარტს სატელევიზიო პრემიერის წინ კრემლის სახელმწიფო დარბაზში დიდი საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალ და წინა სეზონებში მონაწილე ბავშვები.

Ты супер!-ის მონაწილეებთან ერთად კრემლის სცენაზე გამოვლენ იგორ კრუტოი, Ёлка, სტას პიეხა, დიანა არბენინა, ვლადიმირ პრესნიაკოვი, ზარა, ევგენი მარგულისი, ალსუ და სხვები. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა Ты супер!-ის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, რომელიც პროექტის ბაზაზე შეიქმნა და მიმართულია მშობლების ზრუნვას მოკლებული ახალი ტალანტების მხარდაჭერისკენ, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისკენ.

მესამე სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ის, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ 21 ახალი კონკურსანტი ხუთი ქვეყნიდან, არამედ ასევე 36 ბავშვი წინა სეზონებიდან. ამ სეზონის წამყვანი კვლავ ვადიმ ტაკმენიოვი იქნება, ხოლო ჟიურის წევრების ვინაობა ჯერ უცნობია.

„მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ამ ჯერზე პროექტის სტანდარტული წესებისგან გადახვევა და წინა სეზონის ბავშვებისთვის იმის ჩვენების საშუალების მიცემა, რასაც მათ უკვე მიაღწიეს. ბევრი მათგანი ხომ სპეციალიზებულ სკოლაში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, სრულიად სხვაგვარად გაიხსნა. ჩვენ თვალს ვადევნებთ მათ ცხოვრებას და ვეხმარებით სხვა კონკურსებზე გამოსვლაში, მაგალითად, როგორიცაა Детская Новая волна („საბავშვო ახალი ტალღა") და საბავშვო ევროვიზია. მათ შეუერთდებიან ახალი, არანაკლებ ნიჭიერი მონაწილეები. ისინი ერთად შექმნიან უნიკალურ მესამე სეზონს, რომელიც უკვე დიდი ხანია სატელევიზიო ჩარჩოებს გასცდა და გახდა ის ადგილი, სადაც ბავშვებს თავიანთი ნიჭის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ", – აცხადებს НТВ-ს გენერალური პროდიუსერი ტიმურ ვაინშტეინი.

Генеральный продюсер НТВ Тимур Вайнштейн
photo: PR NTV
ტიმურ ვაინშტეინი

პროექტის Ты супер! არსებობის ორი წლის განმავლობაში შოუ დაეხმარა 174 ნიჭიერ ბავშვს ვოკალური ნიჭის გახსნაში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში მუსიკალურ კარიერაში. ზოგიერთმა მონაწილემ აისრულა ოცნება და დიდი ხნის ნანატრი მშობლები შეიძინა. პროექტის პირველ სეზონებში მონაწილეობდნენ ბავშვები რუსეთიდან, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან, ასევე გერმანიიდან და სირიიდან.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! ატარებენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

135
Россия сегодня–ს შენობა მოსკოვში

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს შეუერთდა

28
(განახლებულია 22:34 27.03.2020)
კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მოქალაქეთა ობიექტური და მაქსიმალურად ოპერატიული ინფორმირება მის დამარცხებაში დაგვეხმარება

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ შეუერთდა კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, Яндекс–მა და Mail.ru Group-მა შექმნეს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.  

 „საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“  აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისა და „როსია სეგოდნიას“  პირველი ერთობლივი პროექტი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გახდა „ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელოს“ პუბლიკაცია და რუსეთში გამოცემა. ესაა მსოფლიოში პირველი გამოცემა, რომელიც კომპლექსურად აღწერს ვირუსის პროფილაქტიკისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პაციენტების მოვლის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო შედგენილია ჩჟეძიანის პროვინციის საუნივერსიტეტო სკოლის აკადემიური კლინიკის მიერ ჩინეთის გამოცდილებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე. სახელმძღვანელო ოპერატიულად ითარგმნა და გამოიცა რუსეთში და უფასოდ ურიგდება სამკურნალო დაწესებულებებს და სპეციალისტებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტითაც.

 „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი დარწმუნებულია, რომ სააგენტო ყველა რესურსს აამოქმედებს კორონავირუსის შესახებ ადამიანების ინფორმირებისთვის.

 „ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსთან შეერთება, რათა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მისაწოდებლად ამ ურთულეს პერიოდში. ახლა ეს ჩვენი პროფესიული ვალია, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კისილიოვმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხების აუცილებელი პირობაა მიმდინარე სიტუაციასა და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომებზე მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიწოდება.  

 „როსია სეგოდნიას“ მაღალი პროფესიონალიზმი და ოპერატიულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსს და მისი პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სააგენტომ უკვე გამოავლინა ახალი პრაქტიკების ძიებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი РИА Новости  და Sputnik–ი  სანდო, ხარისხიანი ინფორმაციითა და ოპერატიულობით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ახლა ისინი ადამიანებისთვის ახალი ამბების ყველაზე სრულყოფილ წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

28
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ანა ბელკინა - პროექტი SputnikPro

თბილისში SputnikPro-ს პროექტი დაიწყო, რომელშიც RT-ს ტოპ-მენეჯერი მონაწილეობს

59
(განახლებულია 12:41 07.06.2019)
SputnikPro-ს პროექტის მეექვსე მოდულის ფარგლებში რუსი და ქართველი ჟურნალისტები ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსებზე ისაუბრებენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მედიამენეჯერების, ჟურნალისტებისა და PR-სპეციალისტებისთვის SputnikPro-ს მორიგი მოდული ჩაუშვა.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 ივნისს, 11:00 საათიდან მიმდინარეობს. სპიკერია RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა. გამოსვლის თემაა „ანტიკრიზისული პიარი, ანუ როგორ შეძლებს მასმედია ფეიკ-ნიუსების ეპოქაში სამყაროსთან ურთიერთობას".

„მინდოდა მესაუბრა ჩვენს გამოცდილებაზე ახალ ამბებთან დაკავშირებით და ასევე, იმის შესახებ, რაც ახლა მსოფლიო ფეიკ-ნიუსებთან დაკავშირებით ხდება. დავიწყებ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, РТ-ს მუშაობით", - განაცხადა ანა ბელკინამ მასტერ-კლასის დასაწყისში.

მან ასევე ღონისძიების მონაწილეებს უჩვენა ფილმი РТ-ს მუშაობის შესახებ, რომელიც ტელეარხის 10-წლისთავთან დაკავშირებით გადაიღეს.

Sputnik-საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „SputnikPro კიდევ ერთხელ ხდება ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. დღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრობს ცნობილი რუსი მედიამენეჯერი, მსოფლიო დონის PR-სპეციალისტი ანა ბელკინა. ის RT-ს წარმატებული მუშაობის საიდუმლოებებს გაამხელს და ქართველ კოლეგებთან რუსეთისა და საქართველოს მედიაბაზრზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ესაა პროფესიული დიალოგი, რომელსაც, იმედი მაქვს, მონაწილეები ღირსეულად შეაფასებენ".

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისკენ, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეექვსედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

59
პოლიცია

39 დღე კარანტინში: თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნა

0
(განახლებულია 17:03 04.06.2020)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 39–დღიანი შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა, ყველა საკონტროლო–გამშვები პუნქტი გაუქმდა და მოქალაქეებს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრიწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილიდან კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მუნიციპალიტეტში საკარანტინე რეჟიმის გაუქმება დააანონსა. მისი სიტყვებით, თეთრიწყაროში ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, რამდენადაც 22 მაისიდან რაიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, – განაცხადა განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი, კარანტინში კი 36 პირი იმყოფება, სტაციონარში  მკურნალობს 5 პაციენტი, 17 886 პირს თერმოსკრინინგი, PCR- ტესტირება კი ჯამში 872 პირს ჩაუტარდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში