SputnikPro-ს პროექტი

SputnikPro-მ საქართველოში მასტერ-კლასების მესამე მოდული დაიწყო

94
SputnikPro — ეს არის რუსეთის საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა საქართველოში საგანმანათლებლო პროექტ SputnikPro-ს მესამე მოდული დაიწყო. ის გათვლილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი კურსების სტუდენტებისთვის. პროგრამაშია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მიმომხილველ ვერა კოსტამოს მასტერ-კლასი „უნივერსალური ჟურნალისტი - სამი ერთში“ და „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელის ოქსანა ვოინცევას „რთული თემები და გასაგები ტექსტები - როგორ მოვყვეთ მთავარზე“.

ოქსანა ვოინცევა: „Sputnik–საქართველოს“ სავიზიტო ბარათი მულტიმედიურ ფორმატში აქტიური მუშაობაა. პრაქტიკულად ყველა ტექსტური მასალა მაქსიმალურად ვიზუალიზებულია ფოტოს, ვიდეოს, ინფოგრაფიკის, ლონგრიდისა და კარიკატურების დახმარებით. ტრადიციული ქართული მასმედიის ფონზე მასალების მიწოდების ასეთი ფორმა, რა თქმა უნდა, Sputnik-ს გამოარჩევს. ჩვენ დამწყებ ჟურნალისტებს მოვუყვებით რთულ მოვლენებსა და პროცესებზე ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, თუ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია მარტივად და მკითხველისთვის გასაგებ ენაზე“.

Оксана Воинцева
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ოქსანა ვოინცევა

ვერა კოსტამო: „კარგია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, დამწყებ ჟურნალისტებს გაუზიარო მუშაობის დროს პატარა  ეშმაკობების შესახებ. მჯერა, რომ ეს მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი რჩევები გამოადგება მათ, ვინც საკუთარი ცხოვრების ჟურნალისტიკისთვის მიძღვნა გადაწყვიტა“.

SputnikPro — ეს არის რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ დამწყებ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროექტმა სტარტი 2018 წლის გაზაფხულზე აიღო და ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მედია-საზოგადოებისგან მაღალი შეფასება მიიღო.

საქართველოში პროექტი გასულ წელს წარმატებით ჩატარდა: პირველი მოდული ითვალისწინებდა ქართული მასმედიის ხელმძღვანელებსა და მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას, მეორე მოდული კი საქართველოს ონლაინ-გამოცემებისა და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრას. პროექტში სულ მასმედიის 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

Вера Костамо
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ვერა კოსტამო

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი – ერთ-ერთი მსხვილი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებაა. სააგენტო 32 ენაზე მაუწყებლობს, პრეს-ცენტრები და რედაქციები 24-საათიან რეჟიმში გადასცემენ ახალ ამბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის სამი წლის განმავლობაში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. 

SputnikPro запустил третий модуль мастер-классов в Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
SputnikPro-ს საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში

ახლო საზღვარგარეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს. რადიო Sputnik-ი ინტერნეტსა და FM/AM დიაპაზონებზე 18 ენაზე მაუწყებლობს.

 

94
Россия сегодня–ს შენობა მოსკოვში

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს შეუერთდა

28
(განახლებულია 22:34 27.03.2020)
კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მოქალაქეთა ობიექტური და მაქსიმალურად ოპერატიული ინფორმირება მის დამარცხებაში დაგვეხმარება

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ შეუერთდა კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს, რომელიც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, Яндекс–მა და Mail.ru Group-მა შექმნეს, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.  

 „საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“  აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისა და „როსია სეგოდნიას“  პირველი ერთობლივი პროექტი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გახდა „ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელოს“ პუბლიკაცია და რუსეთში გამოცემა. ესაა მსოფლიოში პირველი გამოცემა, რომელიც კომპლექსურად აღწერს ვირუსის პროფილაქტიკისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, პაციენტების მოვლის გამოცდილებას.

სახელმძღვანელო შედგენილია ჩჟეძიანის პროვინციის საუნივერსიტეტო სკოლის აკადემიური კლინიკის მიერ ჩინეთის გამოცდილებისა და კლინიკური მონაცემების საფუძველზე. სახელმძღვანელო ოპერატიულად ითარგმნა და გამოიცა რუსეთში და უფასოდ ურიგდება სამკურნალო დაწესებულებებს და სპეციალისტებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია ინტერნეტითაც.

 „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი დარწმუნებულია, რომ სააგენტო ყველა რესურსს აამოქმედებს კორონავირუსის შესახებ ადამიანების ინფორმირებისთვის.

 „ჩვენ გადავწყვიტეთ ალიანსთან შეერთება, რათა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები ადამიანებისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მისაწოდებლად ამ ურთულეს პერიოდში. ახლა ეს ჩვენი პროფესიული ვალია, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კისილიოვმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი კირილ დმიტრიევი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დამარცხების აუცილებელი პირობაა მიმდინარე სიტუაციასა და ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომებზე მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მაქსიმალურად ოპერატიულად მიწოდება.  

 „როსია სეგოდნიას“ მაღალი პროფესიონალიზმი და ოპერატიულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ალიანსს და მისი პროექტების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სააგენტომ უკვე გამოავლინა ახალი პრაქტიკების ძიებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი РИА Новости  და Sputnik–ი  სანდო, ხარისხიანი ინფორმაციითა და ოპერატიულობით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ახლა ისინი ადამიანებისთვის ახალი ამბების ყველაზე სრულყოფილ წყაროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

28
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ანა ბელკინა - პროექტი SputnikPro

თბილისში SputnikPro-ს პროექტი დაიწყო, რომელშიც RT-ს ტოპ-მენეჯერი მონაწილეობს

59
(განახლებულია 12:41 07.06.2019)
SputnikPro-ს პროექტის მეექვსე მოდულის ფარგლებში რუსი და ქართველი ჟურნალისტები ანტიკრიზისულ PR-სა და ფეიკ-ნიუსებზე ისაუბრებენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მედიამენეჯერების, ჟურნალისტებისა და PR-სპეციალისტებისთვის SputnikPro-ს მორიგი მოდული ჩაუშვა.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 ივნისს, 11:00 საათიდან მიმდინარეობს. სპიკერია RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა. გამოსვლის თემაა „ანტიკრიზისული პიარი, ანუ როგორ შეძლებს მასმედია ფეიკ-ნიუსების ეპოქაში სამყაროსთან ურთიერთობას".

„მინდოდა მესაუბრა ჩვენს გამოცდილებაზე ახალ ამბებთან დაკავშირებით და ასევე, იმის შესახებ, რაც ახლა მსოფლიო ფეიკ-ნიუსებთან დაკავშირებით ხდება. დავიწყებ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, РТ-ს მუშაობით", - განაცხადა ანა ბელკინამ მასტერ-კლასის დასაწყისში.

მან ასევე ღონისძიების მონაწილეებს უჩვენა ფილმი РТ-ს მუშაობის შესახებ, რომელიც ტელეარხის 10-წლისთავთან დაკავშირებით გადაიღეს.

Sputnik-საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „SputnikPro კიდევ ერთხელ ხდება ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. დღეს ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრობს ცნობილი რუსი მედიამენეჯერი, მსოფლიო დონის PR-სპეციალისტი ანა ბელკინა. ის RT-ს წარმატებული მუშაობის საიდუმლოებებს გაამხელს და ქართველ კოლეგებთან რუსეთისა და საქართველოს მედიაბაზრზე არსებულ ვითარებას განიხილავს. ესაა პროფესიული დიალოგი, რომელსაც, იმედი მაქვს, მონაწილეები ღირსეულად შეაფასებენ".

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისკენ, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეექვსედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

59
ვალუტის გაცვლის პუნქტი

დოლარი ვარდნას განაგრძობს თურნავა მიზეზებზე საუბრობს

0
(განახლებულია 16:41 04.06.2020)
მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7, 5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დაბალანსებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, მონეტარულმა და ფულადსაკრედიტო ბერკეტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება შეძლო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც დაერთო. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, ხოლო შემდეგ კი 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა. თუმცა  უკვე მაისის ბოლოსთვის ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა 4 ივნისისთვის  ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1.ნიშნულზე დაადგინა.

„ლარის გამყარება - ეს არის რამდენიმე ფაქტორის კომპლექსი. ეს  არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად  6%–ზე ზევით რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ  6,5% შეადგინა მაშინ, როცა  მიზნობრივი მაჩვენებლი 3 %-ია.  

აპრილში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8,5 % მდე დაწია. ეს არის გასული  წლის სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირება. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის და ინფლაციის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>

სავალუტო ბაზარი რომ  დაესტაბილურებინა, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში ხუთი აუქციონი გამართა, რომლებზეც 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, სავალუტო ინტერვენციების ჩათვლით.

0
თემები:
ლარის კურსი დღეს