ჩინეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსებისა და ევროპელების მოსაზრება განსხვავებულია

© AFP 2024 / WANG ZHAOპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
IFop–მა Sputnik–თვის გამოკითხვა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და აშშ–ში 9–20 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა

თბილისი, 10 სექტემბერი  — Sputnik.  საფრანგეთის, აშშ–ის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ნეგატიურად აფასებს საერთაშორისო არენაზე ჩინეთის ქმედებებს,  მაშინ როდესაც რუსების უმრავლესობა, პირიქით, მხარს უჭერს პეკინის პოლიტიკას და მას მოკავშირედ მიიჩნევს. ამაზე მეტყველებს ФОМ–ისა და ფრანგული სოციოლოგიური კომპანია IFop–ის მიერ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო  Sputnik–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

 IFop–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფრანგებისა და ამერიკელების (56% და 55% შესაბამისად) ნაწილი, ასევე გერმანელების 41% და ბრიტანელების 40% ჩინეთს საკუთარი ქვეყნის კონკურენტად მიიჩნევს, ვიდრე პარტნიორად. გამოკითხვის თანახმად, ამ მოსაზრებას უმეტესად მამაკაცები  ემხრობიან: მაგალითად, აშშ–ში ჩინეთთან ფრთხილი  ურთიერთობის შესახებ საუბრობს მამაკაცების 63% და ქალების 52%, რომელთაგან უმეტესობის ასაკი 35 წელს ზემოთაა. 

© Sputnik / inphografiksრუსეთში ჩინეთისადმი დამოკიდებულება უკეთესია, ვიდრე დასავლთში
რუსეთში ჩინეთისადმი დამოკიდებულება უკეთესია, ვიდრე დასავლთში - Sputnik საქართველო
რუსეთში ჩინეთისადმი დამოკიდებულება უკეთესია, ვიდრე დასავლთში

ФОМ –ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად კი რუსების ნახევარზე მეტი ჩინეთს,  პირიქით, როგორც პარტნიორს ისე აფასებს. ამ მოსაზრებას ემხრობა გამოკითხვაში მონაწილე მამაკაცების 54% და ქალების 47%. აღსანიშნავია, რომ 18–დან 30 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეები ჩინეთთან თანამშრომლობას აფასებს უფრო მეტად, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები. გარდა ამისა, პროჩინურ პოზიციას, როგორც წესი, ემხრობიან  მაღალი შემოსავლების მქონე რესპონდენტები. 

პარიზი - Sputnik საქართველო
ევროპელებმა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ლიდერი დაასახელეს

ფრანგების, ამერიკელების, გერმანელებისა და ბრიტანელების უმეტესობის შეხედულება ასევე არ ემხრობა რუსების შეხედულებას ჩინეის საგარეო პოლიტიკის თაობაზე. დასავლელი რესპონდენტების 40%–ზე მეტი ნეგატიურად აფასებს საერთაშორისო არენაზე ჩინეთის ქმედებებს, მაშინ როცა რუსებს შორის ეს ციფრი მხოლოდ 11%–ს აღწევს. ФОМ–ის რესპონდენტების უმეტესობამ, პირიქით, მაღალი შეფასება მისცა პეკინის პოლიტიკას: ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა რუსების 59%–მა ფრანგების (28%), გერმანელების (33%), ბრიტანელების 26% და ამერიკელების (24%) წინააღმდეგ.

„Sputnik.მნენია": ევროკავშირის მოსახლეობა რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს>>>

დასავლეთში ჩინეთთან ნეგატიურ ურთიერთობებზე უმეტესად მამაკაცები საუბრობენ, მაშინ როდესაც რუსეთში ვითარება საპირისპიროა. პეკინის მიერ აღებული კურსს მხარს უჭერენ გამოკითხული მამაკაცების 71% და ქალების 51%. გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, პეკინის კურსს რუსეთში სხვადასხვა ასაკობრივი  ჯგუფების წარმომადგენლები ემხრობიან. შედარებისთვის,  ჩინეთის ქმედებები გააკრიტიკეს გამოკითხვაში მონაწილე  65 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელების 69%–მა, 35 წელს ზემოთ ასაკის 54%–მა  და ახალგაზრდების 30%–მა.

გამოკითხვა Sputnik–ვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო საგრანგეთის (1013 რესპონდენტი), დიდი ბრიტანეთის (1003 რესპონდენტი), გერმანიისა (1010 რესპონდენტი) და აშშ–ის (1007 რესპონდენტი) მოქალაქეებმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/–  3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ობიექტურია თუ არა მასმედია აშშ-ში: მოსახლეობისა და ექსპერტის მოსაზრება>>>

გამოკითხვა ФОМ–მა 2018 წლის 18–19 აგვისტოს ჩაატარა, რომელშიც 18 წელს ზემოთ ასაკის 1500–მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/–  3,6%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას" შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

Sputnik–ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონალურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, მსოფლიოს 130 ქალაქსა და ინტერნეტში ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. Sputnik–ი 24–საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. Sputnik–ის  საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China–ს ხელმომწერების რაოდენობა კი  დაახლოებით 9 მილიონს აღწევს.  

22  სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით  – ტოკიოდან მონტევიდეომდე ათობის ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik–ი  მედიაჯგუფ  Россия сегодня–ში  შედის.  Sputnik–ის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0