ბეგლარ ელბაქიძე

პრესკონფერენცია: ბეგლარ ელბაქიძე ახალი რეკორდისთვის ემზადება

21
(განახლებულია 16:28 06.06.2018)
ცურვაში საერთაშორისო მარათონების გამარჯვებულის ბეგლარ ელბაქიძის პრესკონფერენცია „Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 8 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ბეგლარ ელბაქიძე აგვისტოში ბათუმიდან ქობულეთამდე 21-კილომეტრიანი დისტანციის დაძლევას გეგმავს ძველქართული სტილით — „ზეზელა", ანუ ხელების დახმარების გარეშე.

მას საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სურს. აღნიშნული რეკორდი — 10,5 კილომეტრი ელბაქიძემ გასული წლის სექტემბერში დაამყარა.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— ბეგლარ ელბაქიძე;

— ჟურნალისტი, მხარეთმცოდნე გვანჯი მანია;

— კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი ქეთევან მგალობლიშვილი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

"Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

21